Monday, July 16, 2018

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: ბრბოს ფსიქოლოგიის განხილვა(გ. ლეონიძის ,,მარიტას"და მ. ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვის' მიხედვით
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები უფრო ღრმად ჩასწვდნენ ბრბოს ქმედების უარყოფით შედეგებს.
  3. პროექტის აქტუალობა :საქართველოში კიდევ ვხვდებით ადამიანთა ლინჩის წესით დასჯას
  4. პროექტის მიზნები; მოსწავლეები გაიაზრებენ ბრბოს ფსიქოლოგიას, დაფიქრდებიან ბრბოს ქმედების უარყოფით შედეგებზე, საჭიროების შემთხვევაში შეეწინააღმდეგებიან არასამართლიან ქმედებას,ფხიზლად იქნებიან, რათა თავად არ აღმოჩნდნენ მსხვერპლის ან მოძალადის როლში .მიეჩვევიან ლოგიკურ აზროვნებას, გამოუმუშავდებათ ანალიტიკური უნარი, შეძლებენ პრობლემის გადასაწყვეტად ერთად გაიაზრონ მოქმედების გზები.
  5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წ.
  6. ვადები და ხანგრძლივობა: 5 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/: პრეზენტაცია power point-ში, ნახატები ტექსტის მიხედვით, სურათები ამ თემაზე შექმნილი ფილმებიდან
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: გ. ლეონიძის ,,ნატვრის ხე'', მ. ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა", გუსტავ ლე ბონის ,, ბრბოს ფსიქოლოგია", კომპიუტერი, ფილმები, ინტერნეტი, ფოტოაპარატი.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევა, კლასის დაყოფა ჯგუფებად, პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში, მოვალეობის გადანაწილება,მოცემული ტექსტების ღრმად შესწავლა, გუსტავ ლე ბონის ,,ბრბოს ფსიქოლოგიის" გაცნობა,ფილმის ნახვა, მწერალთა ბიოგრაფიის გაცნობა, ინტერნეტში ბრბოს ფსიქოლოგიაზე მასალის მოძიება, ნახატის შესრულება. ნარკვევის დაწერა.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ  საკითხებზე.
    ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
    ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება. ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·         სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
    ·         მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
    ·         მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
    ·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
    ·         ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშების და ა. შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·         პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
    ·         ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;                                                   მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·  განმარტავს ადამიანური ღირსების არსს;
    · განიხილავს  ადამიანის  ღირსების  კრიტერიუმებს  სხვადასხვა  სოციალურ- კულტურული გარემოში და გამოყოფს უნივერსალურ მსგავსებებს;
    · მსჯელობს  ადამიანური  ღირსების  პატივისცემის  ფაქტორებზე  სხვადასხვა საზოგადოებაში;

    მოქ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.


    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    · ახასიათებს  საზოგადოებაში  სამართლიანი  ურთიერთობების  პირობებს  და უკავშირებს მრავალფეროვნების ნიშნებს;
    · აკავშირებს თანასწორობის პრინციპსა და ურთიერთობათა სამართლიანობის ნორმებს ერთმანეთთან;
    ·                     ხსნის,  თუ  რატომ  ევალება  პიროვნებას  კანონის  დაცვა;  აღწერს  და  აფასებს  იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას;
    ·  თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევს და გაითამაშებს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას, განიხილავს მისი მოგვარების შესაძლო გზებს (მაგ.: ინტერესების პოზიციიდან, წესების პოზიციიდან) აირჩევს მოცემული შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტიანს, ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
     ·  მსჯელობს  სხვადასხვა  ტიპის  (მაგ.: ქურდობა, ნარკოტიკების გავრცელება, მკვლელობა, კორუფცია, დისკრიმინაცია, თაღლითობა, ძალადობა, ადამიანით ვაჭრობა -  ტრეფიკინგი და  სხვა)  დანაშაულის  გამომწვევ  მიზეზებსა  და  მათი შემცირების გზებზე;მონაწილეობს დებატებში "რომელი წესებია უფრო ძლიერი - დაწერილი თუ დაუწერელი?"; საკუთარ პოზიციას ასაბუთებს კონკრეტული მაგალითების (თანამედროვე სინამდვილიდან, მხატვრული ლიტერატურიდან ან ისტორიიდან) განხილვით და შეფასებისას გამოყოფს კრიტერიუმებს, რომლებსაც ის ეყრდნობა;
    ·  მსჯელობს, როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის, რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის თავისუფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ლალი გიორგობიანი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:laligiorgobioani1@gmail.com
  13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

Tuesday, July 10, 2018

ღია გაკვეთილი თემაზე ,,სახარებისეული იგავი''

Add caption
2018 წლის 5 მაისს მე-8 კლასში ჩავატარე გაკვეთილი . თემა- ,,უძღები ძის იგავი''
მიზანი: სახარებისეული იგავების ენის გააზრება

პროექტი

პროექტის სახელწოდება : ბრბოს ფსიქოლოგიის განხილვა(გ. ლეონიძის ,,მარიტას"და მ. ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვის' მიხედვით პროექტის მთა...